07:55 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 14:25:51, 1173 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
მამიკინსი: საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ აპრილის ბოლოდან იმოგზაურებენ

ევროპარლამენტის წევრ ანდრეს მამიკინსის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ აპრილის ბოლოდან იმოგზაურებენ. 

როგორც მამიკინსმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კენჭისყრა იანვარში ან თებერვალში შედგება.

არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის ბეჭდურ გამოცემაში საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მომავალი წლის 15 აპრილამდე გამოქვეყნდება. 

ცნობისთვის, დღეს დროებითი შეჩერების მექანიზმზე ევროპარლამენტში დებატები იმართება, საკითხზე კი კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) განიხილავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics