22:56 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 13:35:39, 1230 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ხულორდავა: დღეს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობა გარანტირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველო ყველა რეიტინგითა და მონაცემით, მედიის დამოუკიდებლობით  ბევრ პროგრესულ  სახელმწიფოს უსწრებს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში მედია პლურალიზმი და მედიის დამოუკიდებლობა გარანტირებულია და ამას აღიარებს ყველა  საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს:

„მინდა, გამოვეხმაურო კომენტარს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული თემაა, უმნიშვნელოვანესი საკითხია  და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველო ყველა რეიტინგით და ყველა მონაცემით წინ უსწრებს ბევრ პროგრესულ , მათ შორის ევრკავშირის სახელმწიფოებს, მედიის დამოუკიდებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ვუერთდები მოწოდებას მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კუთხით და გეუბნებით, რომ დღეს საქართველოში მედია პლურალიზმი და მედიის დამოუკიდებლობა გარანტირებულია და ამას აღიარებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი“,-განაცხადა თამარ ხულორდავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics