04:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 16:34:52, 1831 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მაიკლ კარპენტერი: ვეცდებით, საქართველოში ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, აშშ ეცდება, საქართველოში ტერიოტირული თავდაცვის შესაძლებლობები გააძლიეროს.

ამის შესახებ მან თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასევე არჩევნები ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ აქ ჩამოვედით საქართველოს თავდაცვის საკითხებზე სასაუბროდ, ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც გავაღრმავებთ თანამშრომლობას. ამერიკის შეერთებული შტატები ამ პაკეტში ნატო-ს პლატფორმიდან მონაწილეობს, მაგრამ ორმხრივადაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ვეცდებით, ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ასეთი აქტიური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ერაყში, ისევ ავღანეთში. ვამაყობთ, რომ ამ ოპერაციებში თქვენს სამხედროებთან ვთანამშრომლობდით“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics