00:43 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 11:07:58, 900 ნახვა

საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულში ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს  ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ გალერეებს  საერთო სიგრძით 14,9 კილომეტრი.

სარეაბილიტაციო  პროექტი, რომლის  ღირებულება 1 539 599 ლარია, 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.

შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის  3 800 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics