00:44 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-04 15:29:44, 1159 ნახვა

საზოგადოება
თამარ მეფის ხიდთან ავტომობილი მტკვარში გადავარდა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს ავტომობილი მტკვარში გადავარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-სა და Mitsubishi-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

დარტყმის შედეგად პაჯერომ დამცავი ბეტონის ჯებირი გაარღვია და მტკვარში გადავარდა. 

ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებმა მანქანა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.

მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics