2016-12-03 17:52:09, 2733 ნახვა
მსოფლიო
სტოკჰოლმში, ემიგრანტების რაიონში, უცნობმა პირებმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს
სტოკჰოლმში ემიგრანტების რაიონში უცნობმა პირებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ AP იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტის შედეგად კიდევ 1 ადამიანი დაშავდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. მათ მისულ პოლიციას ქვები დაუშინეს.
ტელეკომპანია SVT-ს ცნობით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მატს ერიქსონის თქმით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ კაფეში, 2 ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 20 წლის ძმები არიან. ამასთან, ინციდენტის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თქმით, სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ კაფეში ნიღბიანი, უცნობი პირები შეიჭრნენ. თავდამსხმელების ვინაობა ჯერ უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან