22:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 11:46:33, 891 ნახვა

საზოგადოება
“ცნობილი ჟურნალისტები სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ“

თუ ხარ დამწყები ჟურნალისტი, სტუდენტი ან, უბრალოდ, გაინტერესებს საზოგადოების ინფორმირება, შეგიძლია მიიღო პრაქტიკული რჩევები წამყვანი ჟურნალისტებისგან.

ორი თვის განმავლობაში საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები გაგიზიარებენ გამოცდილებას, თქვენთან ერთად გაარჩევენ რეპორტაჟებს, მოგიყვებიან საინტერესო ისტორიებს, გასწავლიან, როგორ უნდა იმუშაოთ კონფლიქტურ რეგიონებში, სახელმწიფო უწყებებში, როგორ მოამზადოთ სოციალური თუ კულტურის რეპორტაჟები. მასტერკლასის განმავლობაში დაათვალიერებთ ტელევიზიებს, რადიოს, ადგილზე გაეცნობით ჟურნალისტების, პროდიუსერების, წამყვანების, მემონტაჟეების მუშაობას. მოეწყობა გასვლითი ტურები და იქაც თქვენთვის საინტერესო ჟურნალისტები წაგიკითხავენ ლექციებს. თემები იქნება მრავალფეროვანი და მიმდინარე ახალი ამბების შესაბამისი. ორთვიანი მასტერკლასების შემდეგ მიიღებთ სერთიფიკატებს, გადასახადზე იქნება აქციები.

პრაქტიკული ჟურნალისტიკის მასტერკლასები დაიწყება 2017 წლის 21 იანვრიდან.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვეკონტაქტეთ
ელფოსტა: newmediageorgia@gmail.com

მოგვძებნეთ ფეისბუქზე  new media georgia
ტელ: 598 555 528; 

კურსის ხელმძღვანელები: თორნიკე კვერენჩხილაძე და ნუცა კოპალიანი

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics