22:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 15:02:39, 703 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს 12 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით  ქართული ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან.

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ფერეიდნელ ახალგაზრდებს სასახლე ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და პოლიტიკურ მდივანთან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად პირადად დაათვალიერებინა. პრეზიდენტი სტუმრებს გაესაუბრა და ფერეიდანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ცხოვრებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა პროექტის მომავალში გაგრძელების შესახებაც ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

პროექტს "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ს ახორციელებს და მიზნად ისახავს ფერეიდნელ ახალგაზრდებს ერთი თვის განმავლობაში შეასწავლოს ქართული ენა და ხალხური სიმღერები და ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიების მეშვეობით, გააცნოს საქართველოს ისტორიული ძეგლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics