22:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 14:24:23, 708 ნახვა

საზოგადოება
"აუდიტორია 115"-სა და თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგით არ დასრულდა

"აუდიტორია 115"-სა და თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა.

სტუდენტ სანდრო შამათავას თქმით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან კვლავ გაგრძელდება.

"მე ვიტყოდი, რომ ამ შეხვედრას საკუთარი აზრი, რეზონანსი და შედეგი აქვს. ჩვენ შევთანხმდით იმ იდეებზე, რომლებიც საერთო გვაქვს. ისინი დაგვეთანხმნენ, რომ მათ მიერ კორპუსის დაკავება სწორი საქციელი არ იყო. მივედით საერთო აზრამდე, რომ გონივრული მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე არ გავცემთ, სანამ მოლაპარაკებები კონკრეტულ სახეს არ მიიღებს", - განაცხადა სანდრო შამათავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, სწავლის პროცესში ხელი ეშლებათ ამიტომ, ითხოვენ, აუდიტორია 115-მა მე-6 კორპუსი დატოვოს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics