19:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 09:33:20, 713 ნახვა

საზოგადოება
კვიპროსში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ფესტივალი ჩატარდა

კვიპროსში, ქალაქ ნიქოზიასა და ლიმასოლში, საქართველოს კულტურის ფესტივალი პირველად გაიმართა, რომელიც მიზნად ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის პოტენციალის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, ფესტივალის სტუმრებს, ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების" ახალგაზრდული გუნდისა და „ქართული ხმების" კონცერტებზე დასწრებით საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ნაციონალური ცეკვისა და პოლიფონიური სიმღერის მრავალწლიან ტრადიციას. ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე ფესტივალის მონაწილეებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოც.

წარმოდგენებს 1500-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მათ შორის  კვიპროსის ხელისუფლების, კულტურის დარგის, საქმიანი წრეების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, დიასპორის წარმომადგენლები და ნიქოზიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ფესტივალის პარტნიორები იყვნენ კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ლიმასოლის, ნიქოზიას, სტროვოლოსის მუნიციპალიტეტები, ტურისტული კომპანია TRAVELHOUSE და ავიაკომპანია WIZZ AIR.

კვიპროსის განათლებისა და კულტურის მინისტრმა კოსტას კადისისა და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, რევაზ ლომინაძემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს,  რომელიც ეძღვნებოდა როგორც ფესტივალს, ასევე ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

კულტურის ფესტივალი ქალაქ ნიგოზიასა და ლიმასოლში 16-18 ნოემბერს ჩატარდა. მან დიდი წარმატებით ჩაიარა და  ფართოდ გაშუქდა მედიაში. ასევე გაჩნდა ფესტივალის დაარსების იდეაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics