08:30 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 14:59:42, 607 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი მღებრიშვილს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევა იზორიას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელშვილს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატ კახა კახიშვილს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატ სოზარ სუბარს მოუწმინეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 10 დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი, წინააღმდეგი იყო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში - 10 მომხრე, 1 წინააღმდეგი იყო, საპროცედურო საკითხთა კომიტეტში 7 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, ხოლო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში 11 მომხრე და 3 წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics