21:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 18:40:21, 2012 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი „GIPA” ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ მალე „GIPA” სულ მცირე 500 სტუდენტზე გათვლილ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს, რისთვისაც  მინიმუმ 4 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნოებს.

უწყების ინფორმაციით, უნივერსიტეტის ასაშენებლად ა(ა)იპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ 750 000 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 10877 კვ.მ. უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა. საუნივერსიტეტო კომპლექსში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ღია ტიპის სპორტული მოედანი და 80 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. 

აღსანიშნავია, რომ მოცემული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე, დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განათლების სისტემაში. სამომავლოდ მოცემულ ტერიტორიაზე, ასევე, იგეგმება სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად. ახალი საუნივერსიტეტო კომპლექსი, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სამეცნიერო კვლევების წასახალისებლად.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics