03:05 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 13:30:09, 843 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას.

"ვეთანხმები პრემიერმინისტრს რომ, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი  განათლება უნდა იყოს. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, განათლებულ და თავისუფალ საზოგადოებასთან ერთად გავივლით გზას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს ცვლილებები, რადგან არ გვაქვს დრო, რომ  მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ.

„ქვეყანას მყისიერი წარმატება სჭირდება ყველა სფეროში, რასაც მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, მყარი სამოქალაქო თვითშეგნებით და პროგრესული იდეებით განვახორციელებთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics