|
2016-11-16 13:13:05, 657 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით დაყოფაზე, სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვასა და დაწესებულებებში მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობაზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სტუდენტებს უწყებაში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო. კახა კახიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში პარლამენტში წადგენილი იქნება საკანმონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად დახვეწავს კანონმდებლობას და გააუმჯობესებს პენიტენციური სისტემის საქმიანობას. „დამთავრდა დრო, როდესაც საპატიმრო დაწესებულებაში ადამიანებს მხოლოდ იზოლაციის მიზნით სვამდნენ. დღეს მსჯავრდებულის ციხეში ყოფნის მიზანი, პირველ რიგში, მისი რესოციალიზაციაა,“- განაცხადა კახა კახიშვილმა, რომელმაც სტუდენტებს ალტერნატიული სასჯელების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. კახა კახიშვილის თქმით, სასიამოვნოა, რომ სტუდენტები კარგად არიან ინფორმირებულნი სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ და შეხვედრაზეც მომზადებულები მოვიდნენ. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა გია მეფარიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტში კახა კახიშვილის მიწვევის მიზეზი ის ძვრები და დიდი ცვლილებებია, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება. „ქართულმა საზოგადოებამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი კითხვა დასვა იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და როგორ იყო იქ ადამიანის უფლებები დაცული. დღეს ამ კითხვებზე პასუხი გაცემულია. შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მინისტრისაგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“- განაცხადა გია მეფარიშვილმა. სტუდენტები დაინტერესდნენ საპატიმრო დაწესებულებებში არსებული დისციპლინური სახდელებით, ალტერნატიული სასჯელებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხითა და არასრულწლოვანთა შორის კრიმინალური სამყაროს გავლენის შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით. კახა კახიშვილის ინიციატივით, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ დაათვალიერონ N 16 პენიტენციური და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. გარდა ამისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაიდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება სტაჟირება და პრაქტიკა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაიარონ და ცოდნა გაიღმავონ.
(NS)
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)