21:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-13 15:28:52, 1837 ნახვა

ეკონომიკა
სოფელ გრემში ახალი საწარმო გაიხსნა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო-„სარაჯიშვილი დისტილერი“ გაიხსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ გრემში მდებარე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახლადგახსნილი საწარმო სულ მალე ადგილობრივ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გაიტანს, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას.

 “სარაჯიშვილი დისტილერი“ სახელმწიფოს მხარდაჭერით,  „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, აქედან,  აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა. ქარხანა აღჭურვილია შარანტის ტიპის რვა აპარატით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს   ღვინის ბრენდის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

 კომპანია წელიწადში  500 000 ლიტრ საბრენდე სპირტს აწარმოებს. საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფოს მხარდაჭერით კახეთის  რეგიონში უკვე გაიხსნა 52 ახალი საწარმო და გაფართოვდა  303 საწარმო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ამ პროექტების მხარდაჭერისთვის 17 მილიონ დოლარზე მეტია გაცემული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics