|
2016-11-01 14:13:46, 762 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სხდომას ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ მოიწვევს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, მიშველაძის თქმით, უსკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დანიშნავს. „არჩევნები დასრულდა. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე, რაც გამოვლინდა არჩვენების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პროცესის სამართლიანობისთვის, ასევე ზოგადად საარჩევნო სისტემის სანდოობისთვის და გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, რომ მოხდეს ხარვეზების აღმოფხვრა და არჩევნების უკეთ ორგანიზება“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)