11:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 13:47:59, 710 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ჩვენი ზოგიერთი წარმომადგენლისგან ივანიშვილის მიერ "დახატული" 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება არამართებულია

„ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ "დახატული" 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება არამართებულია“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, „არჩევნები საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით გააყალბეს“.

„ჩემი აზრით არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ "დახატული" ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება. სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რომ მიახლოებითაც კი არანაირი 49% არ ყოფილა და ამ ჰაერიდან მოტანილი პროცენტის გამეორებით, ივანიშვილს ამოცანას ჩვენდაუნებურად ვუადვილებთ.

არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით და თუ ეგრევე ვერ შევძელით სათანადო რეაგირება, ახლა მაინც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რათა შემდგომ გადაჯგუფება და ბძოლის ახალი ეტაპი უფრო გამართული პოზიციებიდან დავიწყოთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics