|
2016-10-30 22:36:31, 683 ნახვა
პოლიტიკა
„მარნეულის 86-ე უბანზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ბიულეტინების ჩაყრის საკითხზეა საუბარი“
ცენტრალური საარჩევნო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მარნეულის 86-ე უბანზე საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი ჩაყარეს. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ბევრად უფრო ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ბიულეტინების ჩაყრის საკითხზეა საუბარი: „გავრცელდა ეს ინფორმაცია, რამდენადაც ადმინისტრაციისთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე, საარჩევნო უბანზე მცირე რაოდენობით, ბევრად უფრო ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ბიულეტინების ჩაყრის საკთხზეა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუკი საჩივარი იქნება დაწერილი, ადმინისტრაცია შეისწავლის და კანონმდებლობის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზაზა ბაირამოვი საუბრობს, თუ როგორ ჩაყარა საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი. პარტიის ინფორმაციით, კადრები მარნეულის 86-ე საარჩევნო უბანზეა გადაღებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)