08:23 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 17:42:32, 593 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა: შეურაცხმყოფელია ცესკო-ს განცხადება, რომ ადამიანებმა 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მარკირება ვერ ჩამოიბანეს

„ჩვენ ვიხილეთ ცესკოს ოფიციალური განცხადება, სადაც ცესკომ განაცხადა, რომ მარკირება უბრალოდ ვერ ჩამოიშორეს, ვერ ჩამოიბანეს ადამიანებმა მთაწმინდაზე“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ცესკო-ს სამომავლოდ უფრო ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ფოტომტკიცებულება კარუსელების, აბსოლუტურად საღ აზრს არის მოკლებული განცხადება, რომ სამი კვირის მანძილზე...იმიტომ რომ სამი კვირა გავიდა საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარების შემდეგ, ადამიანებმა ვერ ჩამოიბანეს და უბრალოდ გამოდის რომ ხელი არ დაუბანიათ, ეს შეურაცხმყოფელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თუ ცესკო თავად არ არის თანამონაწილე ამ კანონდარღვევის, ყოველ შემთხვავში ისინი ძალიან დაუფარავად ცდილობენ ხელი დააფარონ ახლა უკვე ამ უკანონობას. ჩვენ მოვუწოდებთ ცესკოს სამომავლოდ უფრო ადეკვატური იყოს მათი რეაგირება ასეთი ტიპის დარღვევების დროს",-განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics