11:56 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 11:29:40, 2474 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იტალიაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, ნორჩას გარდა დაზარალდა მარკეს რეგიონში მდებარე არკუატა-დელ-ტრონტოს კომუნაც. ასევე დაინგრა ტაძარი.

მედიის ინფორმაციით, მომხდარი მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ისინი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ვრცელდება.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს იტალიის ცენტრალურ ნაწილში ორი საათის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისქვეშა ბიძგები, რომლის სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდ, მაჩერატას პროვინციაში დაფიქსირდა. მოგვიანებით კიდევ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან აღმოსავლეთით, 68 კილომეტრში მდებარეობდა. შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი მძლავრი მიწისღვრა 24 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მოხდა, რის შედეგადაც 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics