09:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 18:56:02, 973 ნახვა

საზოგადოება
თამარის დასახლებაში საოჯახო მედიცინის ცენტრი გაიხსნა

დღეს, ბათუმში „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი" გაიხსნა. ცენტრის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე ესწრებოდნენ. სამედიცინო ცენტრის გახსნაზე მოწვეული იყო ასევე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლები - ეკა ბესელია, ნუგზარ სურმანიძე, ფატი ხალვაში.

ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ართმელაძემ სტუმრებს განახლებული შენობა დაათვალიერბინა, მათ შორის ცენტრში არსებული გენეტიკური ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედი ერთადერთი ლაბორატორიაა. „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში" იმოქმედებს ასევე რენტგენოლოგიისა და ექოსკოპიის კაბინეტები.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის ძველი შენობა 2015 წელს, პირობიანი აუქციონის ფორმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან შესყიდულ იქნა კერძო ინვესტორის მიერ 931,000 ლარად და განხორციელდა 300,000 ათას ლარამდე ინვესტიცია. მოხდა არსებული შენობის რეკონსტრუქცია, მოეწყო დამატებით ერთი სართული, განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები, განახლდა სამედიცინო აპარატურა და კომპიუტერული ტექნიკა. სამედიცინო ცენტრში ამბულატორიული მომსახურების გარდა დაემატა ახალი სამედიცინო სერვისები, შეიქმნა 18 დამატებითი სამუშაო ადგილი. ამ ეტაპზე ცენტრში 80-მდე ადამიანია დასაქმებული.

„თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრ"-ში, პირველადი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია დაახლოებით 12,000-მდე ბენეფიციარი. ცენტრი ყოველთვიურად მომსახურებას უწევს 4,000-მდე პაციენტს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics