|
2016-10-26 15:52:37, 781 ნახვა
პოლიტიკა
ბიუჯეტის პროექტი ნათლად აჩვენებს, რომ ივანიშვილის მთავრობა პრემიებს ვერ ელევა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარადგინა პარლამენტში, ნათლად აჩვენებს, რომ ივანიშვილის მთავრობა პრემიებს ვერ ელევა: „ბიუჯეტის პროექტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა პარლამენტში, ნათლად აჩვენებს, რომ ივანიშვილის მთავრობა ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს და შესაბამისად ბიუროკრატიული ხარჯის მნიშვნელოვანი კლება არ არის გათვალისწინებული, რაც აუცილებელია იმისათვის რომ ეკონომიკა შემოტრიალდეს, ამიტომ ის კოსმეტიკური ცვლილებები რასაც პრემიერად წოდებული კვირიკაშვილი აპირებს ნამდვილად ვერ იქნება გარღვევა ამ მიმართულებით და დარჩება პრობლემები იგივე, რაც იყო დღემდე. ეს არის ლარის გაუფასურება, უმუშევრობა, ფასების მატება ბაზისურ პროდუქტზე და ბიუჯეტში სამწუხაროდ, არც პენსიის და მასწვლებლების ხელფასების ზრდა არ არის გათვალისწინებული. ისევ და ისევ საკუთარ კომფორტზე და ჯიბეზე ფიქრობენ",-აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)