14:28 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 12:35:39, 1327 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ჯარისკაცი მოქმედებდა ინსტრუქციების შესაბამისად, ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია

დეტალებში შევისწავლე "კწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქიცების მიხედვით, რომელიც მათ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის რაც მოხდა„კრწანისის“ ბაზაზე, ძალიან სამწუხარო ინციდენტია.

„მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს აქვთ ძალიან მკაცრი დაცვის წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ამიტომ ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ამ ინციდენტში. მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამორიცხულია რაიმე შეკითხვები. სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო. გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარები. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქიცების მიხედვით, რომელიც მათ აქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics