|
2016-10-24 11:10:58, 729 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე ბერბუკის, კომბინატის, წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ბერბუკის, კომბინატის, წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა. იოსებ მაკრახიძემ თითოეულ გორელს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას არჩევნებში მისვლისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩჩევნებმა საზოგადოება საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს . ჩვენს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ეს იქნება არა რომელი პოლიტიკური სუბიექტის , არამედ თითოეული გორელის გამარჯვება, რადგან ჩვენ ერთად დავგეგმავთ ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს. მჯერა, ერთად დგომით ჩვენ მივიღებთ სასურველ შედეგს, რომელიც ჩვენი შვილების კეთილდღეობის გარანტი იქნება. მე გპირდებით , რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენს ქალაქში განხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური , სოციალური , საგანმანათლებლო , თუ სპორტული პროექტები. ჩემთვის უმთავრესია თქვენი ჩართულობა ქლაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რამეთუ მე ვიქნები თქვენს მიერ არჩეული და მუდამ თქვენს სამსახურში მყოფი“,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)