|
2016-10-24 10:13:12, 761 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების დღეს გარკვეული ინციდენტები დაფიქსირდა, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის წყნარი ატმოსფეროს შენარჩუნებას. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის 2 ნომრის სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, კელი ამბობს, რომ მათ საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდეს, არჩევნებს არ გამოეთიშონ: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება. ჩვენჯ გამოვთქვით შეშფოთება გარკვეულ ინციდენტებთან დაკავშირებით. ეს იყო ძალდობის და დაშინების ინციდენტები და მიგვაჩნია, რომ ასეთი ინციდენტები არ უწყობენ ხელს წყნარი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს და ყველა ჩართულ მხარეს, რომ მთლიანად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არ გამოეთიშონ არჩევნებს“,-აღნიშნა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)