|
2016-10-23 18:38:31, 829 ნახვა
პოლიტიკა
სერგო რატიანი: სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება სამწუხარო და დამაზიანებელია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო რატიანის განცხადებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სამწუხაროა. „ საზოგადოებამ იცის, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო მეორე ტურებში მონაწილების გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ის გამოიყენებდა ყველა მეთოდს, იქნებოდა დაშინება ძალადობა, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ არმომჩეველი უნდა დავიცვათ. გადაწყვეტილება, რომელიც სანდრას უკავშირდება, ვფიქრობ სამწუხაროა და დამაზიანებელი. ზუგდიდი ის რეგიონია, რომელშიც ჩვენ გამარჯვების მაღალი ალბათობა გვაქვს",-განაცხადა სერგო რატიანმა. რულოვსის ამ გადაწყვეტილებას ასევე სამწუხაროს უწოდებს გივი თარგამაძე. „პარტიამ პოლიტსაბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე. ამიტომ სანდრას გადაწყვეტილება მიუღებელია, სამწუხაროა, ის აზიანებს მეორე ტურების კამპანიას და ბუნებრივია ჩვენ ვიცოდით, რომ ივანიშვილიც დაგვიპირისპირებდა დაშინებას, მანიპულაციას. მაგრამ იმას რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს მარნეულის ამომრჩეველმა დააფიქსირა. პარლამენტში შევა თუ არა სანდრა, ეს მისი გადასაწყეტია",-ამბობს გივი თარგამაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)