|
2015-03-18 15:26:45, 671 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერისთვის ბატუტიანი საწოლის შესყიდვას არ ადასტურებს
მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრისთვის ბატუტიანი საწოლის შესყიდვას არ ადასტურებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირმა ნადირაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, საწოლი ნამდვილად შეისყიდეს, თუმცა ის ბატუტიანი არ არის და მისი ღირებულება 24 000 ლარის ნაცვლად, 2 200 ლარია. "ბატუტიანი საწოლის შესყიდვა არ მომხდარა.ეს არის ალბათ იტალიურიდან არასწორად თარგმანი.საწოლის შესყიდვა ნამდვილად მოხდა. იყო ერთი საწოლი, რომელიც ღირდა არა 24 000 ლარი, არამედ 950 ევრო, ანუ 2200 ლარი.საწოლი გათვალსწინებულია პირველი პირისთვის, რომელსაც უწევს ხშირ შემთხვევაში დილის 4 საათამდე მუშაობა. ალბათ ეს კითხვა მაშინაც უნდა დაგვესვა, როდესაც ხდებოდა ძალიან ბევრი საწოლის შეძენა და მაშინ, როდესაც ჩვენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ ვადებთ ამ ინფორმაციას საიდუმლო გრიფს",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)