|
2016-10-22 21:21:42, 816 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაიწყო
საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაიწყო, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ოთხივე საარჩევნო უბანი, კანონის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა. როგორც მიქელაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკომ პროცესში ჩართულ პირებს მოუწოდა, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის თითოეულმა წევრმა ხმის დათვლის პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა შეძლოს. ”იმის გამო, რომ მთელი დღის განმავლობაში ოთხივე საარჩევნო უბანზე, განსაკუთრებით კი, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დიდი რაოდენობით უფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ, მათ შორის, სხვადასხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები, ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის თითოეულმა წევრმა ხმის დათვლის პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა შეძლოს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)