|
2016-10-22 18:21:45, 857 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სტუდენტებს შეხვდება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, გურულ სტუდენტებს შეხვდება. თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს გურიის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრება. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ამასთან,გაიმართება დისკუსია ლანჩხუთის, ჩოხატაურის პოტენციალზე, ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნებისა და საკუთარი პოტენციალის ადგილზე გამოყენების თაობაზე. შეხვედრა გაიმართება 23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში (მის: თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)