|
2016-10-22 13:53:47, 607 ნახვა
პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე: ზესტაფონში ვთანხმდებით, რომ უკან, წარსულში დაბრუნების დრო არ არის
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატი კლდეეთის, პირველი და მეორე სვირის, სოფელ როდინაულისა და სოფელ ცხენთაროს მოსახლეობას შეხვდა. კიკნაველიძემ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, მეორე ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა. „ჩვენ ყველამ ერთად დავამტკიცეთ, რომ ზესტაფონის და ზესტაფონელების არჩევანი არის თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ ხმა მივეცით პროგრესს და უკეთეს მომავალს. ზესტაფონში ვთანხმდებით, რომ უკან, წარსულში დაბრუნების დრო არ არის. 30 ოქტომბერს თითოეული ჩვენგანის ხმა გადამწყვეტია, 30-ში თითოეული ჩვენგანი ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)