|
2016-10-22 13:34:44, 635 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: ყიზილაჯლოში ზეწოლის არანაირი ფაქტები არ ხდება
"ყიზილაჯლოში ზეწოლის არანაირი ფაქტები არ ხდება და, თუ ვინმეს ხელოვნურად უნდა ასეთი სურათის შექმნა, ეს უპასუხისმგებლობაა",- ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიგა ბოკერიას დრევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე "ენმ"-ს მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ყველაფერი მშვიდად, კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. „თუ რაიმე ტიპის გადაცდომა ვინმემ დაინახა, კამერებიც მუშაობს და შეუძლია, ვიდეო მასალაზე დაყრდნობით მოახდინოს რეაგირება. დაშინებაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია, თუ ვინმე გულისხმობს, რომ პოლიციისთვის ქვის სროლა, ძალადობა, წითელი ხაზების გადაკვეთა რეაგირების გარეშე უნდა დარჩეს, ნურასუკაცრავად“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე ინფორმაციით, ყველაფერი გაკეთდა, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რომელიც ასევე ყიზილაჯლოში იმყოფება, დღეს განახცადა, რომ მარნეულში მათი პარტიის მომხრეებზე ზეწოლას ქონდა ადგილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)