|
2016-10-20 20:36:52, 915 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარედ ცოტა ასაკოვანი კაცი აირჩიონ, რომ ასაკს მაინც სცენ პატივი
„ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" შემადგენლობაში ახლა არ არის არც ერთი წარმომადგენელი, რომელიც იქნებოდა კარგი თავმჯდომარე“, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა "ესქსპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ შესაძლო შერჩევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მეტისმეტად ახალგაზრდაა. "ირაკლი კობახიძეს ჩვენ ვიცნობთ მარტო მისი აგრესიული განცხადებებით სხვა პარტიების მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი უხეში თუ იქნება და ასეთი აგდებული ტონით თუ ილაპარაკებს იქვე მყოფ მოწინააღმდეგეებზე, რა თქმა უნდა ის ვერ შედგება კარგ თავმჯდომარედ. ვთვლი, რომ მეტისმეტად ახალგაზრდაა, რაც იქნება პრობლემა. მიშას დროს მსგავსი გადაწყვეტილებები გვახსოვს, ადამიანები პირდაპირ სტუდენტური სკამიდან, მინისტრები გახდნენ და არცერთმა არ გაამართლა. პარლამენტის თავმჯდომარის ძირითადი ფუნქცია არის მოწინააღმდეგეებთან ლაპარაკი, თორემ შინაურებში ლაპარაკს რა უნდა. უსუფაშვილი იყო ბრწყინვალე იმით, რომ არც "ქართულ ოცნებას" უყვარდა და არცერთ ფრაქციას "რესპუბლიკელების" გარდა, მაგრამ ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა და პარლამენტმა იმუშავა. ველოდებით უხეშ და ზოგ შემთხვევაში უზრდელ მმართველობას, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა გყავს. კარგი თავმჯდომარე უსუფაშვილის, ბაქრაძის, თუნდაც ნინო ბურჯანაძის ან ზურაბ ჟვანიას ტოლფარდი, რომ არ ჰყავთ, ეს ნათელია. მათ უნდა აირჩიონ უკეთესი თავისი რიგებიდან. თუ ჩემი რჩევა მტრულ რჩევად არ აღიქმება, ცოტა ავტორიტეტული და ასაკოვანი კაცი აირჩიონ, რომ ასაკს მაინც სცეს პატივი ვიღაცამ. უზრდელი თავმჯდომარე ამ ისედაც წამხდარ საქმეს უარესად დააზიანებს. ის, რომ ირაკლი კობახიძე კარგი თავმჯდომარე იქნება ამის შანსი არის 1%. როგორც მე ვიცი, მათ ირაკლი კობახიძეზე ადრე ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება, ახლა კი საკითხი ხელახლა გაიხსნა კამათისთვის. თუმცა მე ამ კანდიდატურას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა ბერძენიშვილა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)