11:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 13:00:28, 460 ნახვა

პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე: მოლოდინი გვქონდა, თბილისის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ახალ მიმართულებებს მისცემდნენ

„მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ახალი დავალებებისა და მიმართულებების მიცემას ველოდით“, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, სხდომაზე მსგავსი რამ არ მოუსმენიათ.
„მთავრობის განახლებული შემადგენლობის მიმართ რაიმე ახალი დავალებებისა და ახალი მიმართულებების მიცემას ველოდით. ასევე მათი მხრიდან ველოდით სიახლეს. მაგრამ, სამწუხაროდ ეს ვერ მოვისმინეთ“, – აღნიშნა უგრეხელიძემ და აქვე დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მთავრობის სხდომაზე დასწრებას რეგულარულად აპირებენ.  
ცნობისთვის, დედაქალაქის დღევანდელ მთავრობის სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სევდია უგრეხელიძე და ირაკლი ნადირაძე ესწრებოდნენ.
ჟურნალისტებისთვის კი, სხდომა დახურული იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics