|
2016-10-18 15:15:53, 706 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის პრესსპიკერი: ეს არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მიერ, ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების რატიფიცირების მხარდაჭერას გმობს. პრეზიდენტი ამ ფაქტს გმობს და საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია მედიას მისმა პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააცნო. „მოგეხსენებათ ეს არის მოსკოვსა და სოხუმის ე.წ. ხელისფლებას შორის, 2015 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის თანამდევი პროცესის გაგრძელება. რეალურად კი, ეს არის ქმედება რომელიც მიზნად ისახავს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას. პრეზიდენტი გმობს ამ ფაქტს და საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს, რაც პრეზიდენტის აზრით, საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს“,-განაცხადა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)