|
2016-10-18 10:57:26, 743 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: „ქართული ოცნების“ მთავრობა პროდასავლურია და ეს დედამიწაზე ყველას მიერაა აღიარებული
„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და გუნდი პროდასავლურია და ეს აღიარებუყლია ყველას მიერ დედამიწაზე, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად უყურებს ფაქტორებს“,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ხადურის განმარტებით, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დასრულების ეტაპზეა: „საქართველოს მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ დიდი ნაბიჯები გადადგა ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, საქართველოს ამომრჩეველი და მოსახლეობა საკმაოდ ბრძენია. მათ ნდობა უკვე გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში ღირსეულად გაართმევს თავს მოსახლეობის ნდობას“,-განაცხადა ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)