|
2016-10-17 14:56:18, 676 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ვფიქრობ, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვება დამაჯერებელი იქნება
ვფიქრობ, არჩევნების მეორე ტურში აქტივობა მაღალი იქნება და დამაჯერებელი იქნება "ქართული ოცნების" გამარჯვებაც, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ვფიქრობთ დარჩენილ 50-ვე ოლქში მოგებას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ის საზოგადოება, რომელიც მხარს გვიჭერს, ასევე დაგვიჭერს მეორე ტურში და ბევრმა ადამიანმა, ვინც ე.წ. ნეიტრალურ პოზიციაზე იყო, ვფიქრობ გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე ველოდებით, რომ უპირატესობა იქნება თვალსაჩინო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების და რამდენიმე უბანზე განმეორებითი კენჭისყრის სავარაუდო თარიღი დაასახელა. ცესკო-ს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 50 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)