|
2016-10-17 14:54:07, 661 ნახვა
პოლიტიკა
შარტავა: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა
„არც როცა კოალიციაში ვიყავით და არც კოალიციის დატოვების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია“,-ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ ჟურნალისტებს განუცხადა. შარტავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი განცხადებებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის წინაპირობების შექმნას ცდილობს. „თუ ვინმე არ განიხილებოდა და არ განიხილება, ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობა“. თავიანთი მეორე ტურისთვის წინაპირობების შექმნას ცდილობენ, ტყუილად ირჯებიან „ეროვნული ფორუმის“ მისამართით“,-განაცხადა კახა შარტავამ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ , „ეროვნული ფორუმის“ „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკური პარტიის“ გაერთიანებაზე კულუარული საუბრები იყო,თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)