16:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 11:42:01, 726 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენები: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლას ადასტურებს

ამერიკელი კონგრესმენები დევიდ დუნკანი (კალიფორნია, რესპუბლიკური პარტია), და  დევიდ შვაიკერტი (არიზონა, რესპუბლიკური პარტია) საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავენ და ერთხმად აღიარებენ, რომ ეს იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, რაც დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლას ადასტურებს. 

კონგრესმენ დევიდ დუნკანის თქმით,  2012 წლის შემდეგ, საქართველო უკვე მესამედ მართავს არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც, როგორც კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი აცხადებს,  „საქართველოს ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტის სიცოცხლისუნარიანობასა და დემოკრატიულ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე მიუთითებს" .

კონგრესმენები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლია, ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი და პარტნიორია რეგიონში  და ის აშშ-ს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებს.

კონგრესმენების განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics