|
2016-10-12 17:56:11, 873 ნახვა
პოლიტიკა
ვარშალომიძე: ბრძოლას ვაგრძელებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძვით
„მეორე ტურში ბრძოლას ვაგრძელებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძვით“,-ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა თვამჯდომარემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, აჭარაში არჩევნები გაყალბდა. „აჭარაში არჩევნები გაყალბდა და უამრავი მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ, ვიდეოებიც, ოქმები და ჩანაწერები. ამის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ჩვენს უკან უამრავი ამომრჩეველია და ჩვენ ხმებს დავიცავთ ბოლომდე. როგორც იცით, 25 ათასამდე ბიულეტენი გაუქმდა აჭარაში და ეს ხელოვნურად მოხდა, ამის ვიდეო მტკიცებულება გვაქვს. ხვალ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში და იქ გავაგრძელებთ სიმართლისთვის ბრძოლას, რადგან ოლქში ამ საკითხების განხილვაცირკად გადაიქცა”, - აღნიშნა ვარშალომიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)