|
2016-10-12 14:34:15, 1023 ნახვა
პოლიტიკა
კოენი: ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ არჩევნები გამჭვირვალე იყო
საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები ამერიკული ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის ექსპერტებმა შეაფასეს. ორგანიზაციის ოფისში საქართველოს საკითხზე ერთსაათიანი დისკუსია გაიმართა. როგორც ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა არიელ კოენმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), ეუთო-მ, განაცხადა, რომ არჩევნები საერთო ჯამში გამჭვირვალე და მშვიდობიანი იყო. “8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), ეუთო-მ, განაცხადა, რომ საერთო ჯამში არჩევნები იყო გამჭვირვალე და მშვიდობიანი. როგორც ბევრი არჩევნების დროს, მათ შორის ჩვენთან დაგეგმილ არჩევნებზე, შესაძლოა, მოხდეს შეფერხება, წარმოიქმნას პრობლემები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩვნები საერთო ჯამში იყოს დემოკრატიული და გამჭვირვალე”, - განაცხადა არიელ კოენმა. მისივე განმარტებით, “ქართულმა ოცნებამ” მამრთველობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში ცვლილებები და რეფორმები განხორციელა. “კოალიციამ არა მხოლოდ გააგრძელა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებული რეფორმების გზა, არამედ წარმატებული ბრძოლა გააჩაღა კორუფციის წინააღმდეგ, განახორციელა ინიციატივები ჯანდაცვის, განათლების, საგადასახადო და მართლმსაჯულების სფეროში”, - განაცხადა კოენმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)