|
2016-10-12 09:24:53, 935 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეწვევა
საქართველოს დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდება, ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს. ხვალ კი, 13 ოქტომბერს ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს და მემორიალს ყვავილებით შეამკობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ. ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ოფიციალური ლანჩი გაიმართება. ალმაზბეკ ატამბაევი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)