09:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 01:59:55, 642 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ჯიხაშკარში უბნების დარბევაზე: უნდა მოხდეს ამ პირების დაუყონებლივ იდენტიფიცირება

„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას, მი უფრო, როდესაც საქმე მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლას ეხება.

„მინდა, გამოვეხმაურო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი.

ბოლო ინფორმაციით, არ არის იდენტიფიცირებულნი პირები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ასევე მედიის წარმომადგენლებს. უნდა მოხდეს ამ პირების დაუყონებლივ იდენტიფიცირება. ჩვენი პოლიტიკური ძალა გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი წარიმართა მშვიდობიან ვითარებაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხმის დათვლის პროცედურაც ჩატარდეს მშვიდ გარემოში“, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics