|
2016-10-05 17:47:49, 744 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ფაქტობრივად, შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრის, თამარ ჩუგოშვილი განცხადებას ავრცელებს. "დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის წევრს ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას. ვულოცავთ ჩვენს მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, დარწმუნებულები ვართ, სულ მალე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებენ ევროპის ქვეყნებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის ჩვენის აზრით ნათელი დადასტურება იმის, რომ ევროპა ცალსახად აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე არის ნათელი მტკიცებულება და დადასტურება იმის, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მიუხედავად სხვადასხვა დესტრუქციული მცდელობებისა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გაიმარჯვების შემდეგ, კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად გავაგრძელებთ ამ პოზიტიურ განვითარებას", - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)