22:07 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 17:32:20, 696 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: მთელი საქართველო დაიღალა ზიზღით, ქვის სროლითა და დაპირისპირებებით, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს

ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“   წინასაარჩევნო   აქცია დაიწყო. 

პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“  აქტივისტების სახელით გუშინ „პირიზმესთან“  მომხდარი აფეთქების  შედეგად დაშავებულ ადამიანებს  თანადგომა გამოუცხადა.

ბაქრაძის თქმით, დაბრუნდა დრო,  როდესაც  უდანაშაულო ადამიანები ზიანდებიან.

„ჩვენი სახელით მინდა თანადგომა გამოვუცხადო, იმ ადამიანებს,  რომლებიც  ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალდნენ. თუ ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ დაგვაშინებდა,  აქ ვერ მოვიდოდით აქციაზე და ვერ გავმართავდით. მწარედ გაუცრუვდათ იმედი. ყველაფერს ვაჩვენებთ, რომ არავის გვეშინია. ჩვენ არავის ვემუქრებით, რადგან ჩვენი გამარჯვება სჭირდება ყველას. მთელი საქართველო დაიღალა ზიზღით, ქვის სროლით დაპირისპირებებით, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, რომელსაც არ შეუძლია პროგრესზე ილაპარაკოს. ამ ყველაფერს სამ დღეში წერტილს დავუსვამთ“,-განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics