|
2016-10-05 17:17:53, 843 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს COREPER-ის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ twitter-ზე ულოცავენ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან ჯენსენი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი და მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე მარია გაბრიელი. „ვულოცავ საქართველოს. ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა"- წერს კრისტიან ჯენსენი და იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები უმოკლეს ვადებში დამთავრდება. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ასევე მიესალმება საქართველოს მიერ დამსახურებულ პროგრესს. „ჩვენ მივიღეთ კარგი ამბავი ევროკავშირის საბჭოდან, მზად ვართ მოლაპარაკებების დასაწყებად"- წერს მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე მარია გაბრიელი. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)