|
2016-10-05 13:36:01, 1430 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა
ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. მიღებული მანდატის საფუძველზე, სლოვაკეთის თავმჯდომარეობით ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს იწყებს. ევროსაბჭოში აცხადებენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალზიაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს. "დღეს საბჭომ აჩვენა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების ძლიერი მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფორმების გათვალისწინებით. ევროკავშირის თავმჯდომარეს სჯერა, რომ სანდო რეფორმების გზა სწორია და უნდა იყოს წახალისებული. ჩვენ ამ პროცესის დასრულებაში ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმით სარგებლობა რაც შეიძლება მალე შეძლონ”, - განაცხადა ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის პრეზიდენტმა, ევროკავშირში სლოვაკეთის წარმომადგენელმა პიტერ იავორჩიკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)