16:41 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 10:42:04, 704 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სოფლების - ჭანიეთისა და ბახვის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლების - ჭანიეთისა და ბახვის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა  შეხვედრაზე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც.

„შემთხვევითი არ არის, რომ  თქვენს სოფლებში „ქართულ ოცნებას“ დიდი მხარდაჭერა აქვს - „ქართული ოცნება“ თქვენი ოცნებაა, რომელიც თავისუფლებას, განვითარებას და კეთილდღეობას უკავშირდება, სწორედ ამიტომ ჩვენ 8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა თალაკვაძემ.   

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics