16:41 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 10:28:42, 699 ნახვა

პოლიტიკა
"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მხარდამჭერებს მოუწოდებს, “ნაცმოძრაობისგან" მოსალოდნელ პროვოკაციებს არ აყვნენ

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გვიან ღამით “ქართული ოცნების” ზუგდიდის წინასაარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

“ქართული ოცნების” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და წევრებს მოუწოდა, არ აყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებს,  რომელიც არჩევნებამდე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია. 

"დღეს სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ატარებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას, რამაც გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი თავს დაესხნენ ამ ახალგაზრდებს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. ნაცემია სამი ახალგაზრდა, მათშორის სასტიკად ნაცემია 19 წლის გოგონა, რომელიც უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორ მათგანს აქვს თავის ტვინის შერყევა. მიმდინარეობს მათი მკურნალობა. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ არანაირად არ აყვეთ მსგავს პროვოკაციებს, რომელიც მოსალოდნელი იქნება და შესაძლოა უფრო ხშირი გახდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში. „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვეულ, მშვიდ გარემოში გაგრძელდეს არჩევნები და დასრულდეს ის ასევე ჩეულ, მშვიდ გარემოში 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებით“,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ საგანგებო ბრიფინგზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics