|
2016-09-30 16:51:35, 820 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ქვეყანაში ვინც სისხლისღვრას და ძმათა დაპირისპირებას გაბედავს, მათი ადგილი ციხეში იქნება
„ვინც ქვეყანაში სისხლისღვრას და ძმათა დაპირისპირებას გაბედავს, მათი ადგილი ციხეში იქნება“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. კალაძემ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივებს საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. „მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, ამდენ მხარდამჭერს. მინდა მადლობა მოგახსენოთ პირველ რიგში მობრძანებისთვის. მინდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ ყველას, რომ ასე ერთსულოვნად, ასე დარაზმულები მივიდეთ 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ვანდოთ ხვალ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა. აქ არის წარმოდგენილი გუნდი, ჩვენი ლიდერის, პრემიერ- მინისტრის, ბატონი გიორი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და ეს არის ზუსტად ის გუნდი, რომლის მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ბრძოლით მოპოვებული, ძალიან ღირებული თავისუფლება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი შიში იყო, როგორი ტერორი, როგორი ზეწოლა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს და ეს არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება, ეს არის სრულიად საქართველოს დამსახურება“,-განაცხადა კალაძემ. კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ძალადობა აღარასდროს დაბრუნდება, ხოლო ვინც ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას გაბედავს, მათი ადგილი იქნება ციხეში. „ ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ ძალადობა, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ მოძალადეები. ადამიანები, რომლებიც კადაფიზაციას ჰპირდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ადამიანები, რომლებიც ისევ ძალადობაზე საუბრობენ. ჩვენ კარგად გვესმის მათი მიზნები, მათი ბნელი ზრახვების, მაგრამ მინდა დავარწმუნო სრულიად საქართველო, რომ ასეთ ადამიანებს არაფერი არ გამოუვათ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და შესაბამისად, ვინც გაბედავს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას, მათი ადგილი იქნება ციხეში. ჩვენ კარგად გვახსოვს 90 წლებიდან მოყოლებული, თუ რამდენად მძიმეა ძმათა დაპირისპირება. ეს ჭრილობები ჯერაც ვერ მოუშუშებია ჩვენს სამშობლოს. არსებობს უფრო თანამედროვე და უფრო ცივილიზებული გზა, ეს არის არჩევნები, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებით არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მათ უთხრა არა, იმიტომ, რომ ისინი ჩარჩენილები არიან წარსულში და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობა აღადგინონ, ძალადობა დააბრუნონ ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, 8 ოქტომბერს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“,-აღნიშნა კალაძემ. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი,პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად განვითარდეს. „გუნდი, რომელიც დღეს თქვენთან არის წარმოდგენილი ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ბატონი პრემიერი, რომელიც ორიენტირებულია სიკეთეზე, სიყვარულზე, კეთილდღეობაზე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა სწრაფად განვითრდეს ეკონომიკურად. შესაძლებელი იყოს უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, შესაძლებელი იყოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემცირება რაოდენობრივად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. მინდა წარმატებები გისურვოთ”,-აღნიშნა კახა კალაძემ. (NS)
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)