2016-09-30 09:41:56, 1615 ნახვა
სამართალი
აუდიტის სამსახური დღეს ხათუნა ლაგაზიძეს გამოკითხვაზე ელოდება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილ წევრს ხათუნა ლაგაზიძეს გამოკითხვაზე დღეს ელოდება.
როგორც სახელმწიფო აუდიტის განცხადებაშია აღნიშნული, ლაგაზიძე უწყებაში 12:00 საათზე უნდა მივიდეს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსების კანონიერების შესწავლის ფარგლებში სამსახური გამოკითხვაზე მობრძანებას სთხოვს ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს, რომელმაც გუშინ სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაფინანსების უკანონო სქემების შესახებ.ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძე გამოკითხვაზე დაბარებულია 30 სექტემბერს, 12 საათზე, რის შესახებაც უწყება დღეს გაიგზავნა მის იურიდიულ მისამართზე და საჯარო განცხადებითაც ვთხოვთ მას მობრძანდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში“,-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან